შუშა
რა კარგია როდესაც ცივი ზამთრის დილას გეღვიძება შენს საწოლში. იხედები ფანჯარაში, ხედავ თხლად მოსულ თოვლს და გრძნობ რომ გარეთ ძალიან ცივა, ყინავს. ეს გრძნობა რაღაცნაირად საბანს უფრო თბილს ხდის. სითბო გსიამოვნებს, წყნარი და მშვიდი დილაა. იხედები გვერდით ის შენს გვერდით წევს. ყავისფერი თმა გაშლილი აქვს, საბანშია შეხვეული და მხოლოდ თავი უჩანს. აკვირდები ნაკვთებზე, ნაკვთებზე რომლებზეც ამ მომენტამდე ათასჯერ დაკვირვებიხარ. აი შუბლი, ორი თხელი წარბი, თვალები, ცვირი, ტუჩები და ნიკაპი. რამდენჯერ დაგიკოცნია ეს სახე მოფერებიხარ წარბებზე და ღაწვებზე. გრძნობ რომ რამდენიც არ უნდა უყურო მზერით ვერასდროს დატკბები. ის წევს შენს გვერდით და ნაზად სუნთქავს. აკვირდები როგორ მოძრაობს საბანი, თითქმის შეუმჩნეველია, მაგრამ მოძრაობს. გახსენდება ყველა ის დილა რომელთაც მის გვერდით შეხვედრილხარ. ყოფილა დილა ხმაურიანიც, როდესაც ნიკოლოზი შემოვარდებოდა ხოლმე. ბავშვური კიჟინით და მხიარულებით აიკლებდა საძნებელს, მაგრამ ეს დილა წყნარი იყო. ნიკოლოზს ღრმად ეძინა და მქონდა საშუალება დავმტკბარიყავი მისით. ნაზად მივიწიე ახლოს და ჩავეხუტე. მისი სხეულის სითბო ვიგრძენი, თავი ნაზად მოვათავსე ჩემს მკერდზე. თმის სუნი მეცა, ეს ის სუნია რომელიც ასე შემიყვარდა. ვერც შევამჩნიე როგორ ჩამომიყალიბდა ჩვევად მისი თმის დასუნვა ჩახუტებისას, მაგრამ იმდენი დრო გავიდა არამგონია გადავეჩვიო. ეტყობა ჩემმა მოძრაობამ შეიაფხიზლა. თვალები აუჩქარებლად გაახილა, მიმოიხედა და ძლიერად ჩამეხუტა. რაღაც დრო ჩემს გულს უყურადებდა, სწრაფად მიცემდა გული. შემდეგ ფართოდ გახელილი თაფლისფერი თვალები მომაპყრო, ამოიწია და ნაზად მაკოცა. მეც ჩავეხუტე, ამოვწიე და ტანზე დავისვი. ასე ჩახუტებულები ვიწექით გაყურსულები რამოდენიმე ხანი. მისი ყელი ჩემს ყელს ეხებოდა და სახე ბალიშში ჰონდა ჩარგული. ჩემი გული უკვე ისეთი სიჩქარით ცემდა რომ თითქოს ეს ესაა და საგულედან ამომიხტებოდა, მაგრამ არც ვფიქრობდი ჩახუტების შეწყვეტას. ხელებით და მთელი ტანით ვგრძნობდი მის ფიგურას, მსუბუქი იყო მაგრამ სიმძიმე მაინც იგრძნობოდა. არ ვიყავი ამ სიმძიმის წინააღმდეგი მიუხედავად იმისა რომ სუნთქვა ცოტათი მიჭირდა, ამ მომენტში ეს სიმძიმე და სუნთქვის გაძნელება დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ხელებით ვგრძნობდი რბილი, მოქნილი, თხელი საღამურის მაისურს და მასში მოთავსებულს სხეულს კონკრეტულად კი ნეკნებს.
- გახსოვს პირველად რომ დამინახე? - თქვა მან,
- მახსოვს. რუსთაველის მეტროსთან შეგხვდი, გალერეას მაშინ ამთავრებდნენ. წითელი კუბოკრული პალტო გეცვა. მე შავი და მდოგვისფერი. მაგრამ მიმოწერა რატომღაც არასწორად წავიკითხე და ჭაობისფერ მოსაცმელიანს ვეძებდი.
- ჩურჩუტი იყავი. - მითხრა და ჩაიცინა. ჩამეცინა მეც. - მერე გახსოვს სად წავედით?
- კი მახსოვს რუსთაველისკენ დავიძარით. მაშინაც ზამთარი იყო მაგრამ ასე არ ციოდა. ფეხით ვსეირნობდით ცოტა ხანი. მე რაღაც სასაცილო ისტორიებს გიყვებოდი ჩემი წარსულიდან, ეჰ რა დურაკი ვიყავი ასე მინდოდა მომეწონებინა შენთვის თავი.
- ჰო, დიდად არ შეცვლილხარ.
- მაგრამ შენ კი გეცინებოდა. მერე კიდევ მახსოვს სერიოზული საუბრებიც გვქონდა მეგობრობაზე და მეგობრებზე.
- კი, კი ნამდვილად. ძალიან საინტერესო აზრები გქონდა, ერთობ ლიბერალური. მერე რა მოხდა?
- მერე? მერე ბარში წავედით. რუსთაველზე ოპერასთან რომ იყო და მერე დაიხურა ხალხი რომ არ მიდიოდა მაგიტომ. კარგი ბარი იყო, ჩვენც რომ მივედით დიდად არ იყო არავინ. მიყვარდა ეგეთი ადგილები, მაშინ მორიდებული ვიყავი და ხალხმრავლობა ძალიან მაწუხებდა. ადამიანის გასაცნობადაც კარგია როცა ხმაური არ არის და სიწყნარეში საუბრობთ, თან კარგი ლუდი და მექსიკური კარტოფილი ჰქონდათ. ისე ხო არ გინდა გავიხსენოთ ძველი დრო დღეს საღამოს? ლუდი, მექსიკური, მე, შენ და მუსიკა.
- ერთი პატარა დეტალი გავიწყდება, ნიკოლოზი.
- ნიკოლოზი შეგვიძლია ჩემებთან დავტოვოთ. ჩემს დას დავურეკავ გამოუვლის და სიამოვნებით დაიტოვებს.
- მაშინ კარგი დღეს დეითი გვაქვს. -ეს თქვა, ლოგინიდან გახარებული წამოხტა და აბაზანისკენ აიღო გეზი.
მე კიდევ იმ დღეზე ვფიქრობდი. არ უნდა დამავიწყდეს პირველი დღე როდესაც ის ვნახე. ეს კარგი დღე იყო. წინა ღამეს დავგეგმეთ შეხვედრა რუსთაველის მეტროსთან. გალერეას მშენებლობას ამთავრებდნენ. შუშებს სვავდნენ და გარეთ ჰქონდათ აშენებული მეტალის კონსტრუქცია. ერთი შუშა რომელიც აწეული ჰქონდათ ცუდად იყო დამაგრებული, მოსწყდა და მაღალის სიჩქარით ტროტუარისკენ გაეშურა. ამ დროს კონსტრუქციის ქვეშ მივდიოდი ყურადღება არც მიმიქცევია და სამწუხაროდ თავში დამეცა. ასე დავასრულე ჩემი მოღვაწეობა დედამიწაზე ცხრამეტი წლის ასაკში. ვერაფერი ვიგრძენი წამიერად მოხდა ყვლეაფერი. ჩემი აწ უკვე უმოქმედი ტვინის ნაწილები გაიშალა ტროტუარზე და თბილისის მტვერს შეერია სისხლთან ერთად. ამ სანახაობამ გააჩერა მოძრაობა რუსთაველის მეტროს წინ პატარა ბავშვის ცნობისმოყვარეობით დასჩერებოდნენ ჩემს ჯერ კიდევ თბილს სხეულს. რამოდენიმე წუთს შემდეგ ვიღაცამ მოიფიქრა გამოეძახებინა პოლიცია. ეს მაშინ მოხდა როდესაც ხალხი დაიძრა, დიდი სანახაობის დადგმა ვერ მოვახერხე და თან რამდენი ხანი უნდა უყურო უთავო სხეულს მითუმეტეს ჩაცმულს. სისხლი კი მდიოდა ტიროდა ჩემი სხეული თავის დაკაგვაც ჩიოდა ბგერის ამოშვება უნდოდა მაგრამ ხახაშ გაჭედილი შუშა აჩუმებდა და ამიტომ ჩუმად მოთქვამდა ცხელი ცრემლებით რომელნიც ცივ ჰაერთან შეხებისას ნაზ ორთქლს უშვებდნენ. პოლიციის მოსვლასთან ერთად მალე მილაგდა ყველაფერი და მიუხედავად იმისა რომ კრემაცია მინდოდა რაც არაერთხელ მითქვამს ჩემი ოჯახის წევრებისთვის მუხის განსასვენებელი შემიკრეს და სადღაც დამფლეს. წითელი კუბოკრული პალტო არასდროს მინახავს და არც ვიცი ნიკოლოზი მოევლინა თუ არა მსოფლიოს. სავარაუდოდ არა და სავარაუდოდ წითელმა კუბოკრულმა პალტომაც რომელიმე სხვა დებილს დაუკავშირა თავისი ცხოვრება.